სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობით აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის სასერტიფიკატო კურსს!
- დასაწყისი: 2025 წლის 15 ოქტომბერი
- სწავლების ფორმა: დისტანციური (ონლაინ)
- კურსის ხანგრძლივობა: 19:00 – 21:00 სთ
- კურსის საათობრივი განაწილება: კვირაში 6 სთ; 6 კვირა.
კურსის მოცულობა: 36 სთ.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა გაქვთ, გაიროთ რეგისტრაცია 8 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულად.
დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ რეგისტრირებულ მონაწილეებს გადაეგზავნებათ მათ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
კურსის ღირებულება შეადგენს 450 ლარს.
მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კურსზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია!
დამატებით ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ, მიმართოთ კურსის კოორდინატორებს:
- თამარ ბეჟაშვილი - tamar.bezhashvili.tsu@gmail.com / 511732652
- ნიკა ტეფნაძე - nika.tepnadze@tsu.ge / 577248432